ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავის მერის მოადგილეს ადგილობრივი მოქალაქე ფიზიკურად გაუსწორდა

რუსთავის მერის მოადგილეს გოჩა ლორიას ადგილობრივი მოქალაქე ფიზიკურად დაუპირისპირდა. ინციდენტი მერიის შენობაში მოხდა.

ერთ-ერთმა მოქალაქემ მერის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგაც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

მომხდარ ფაქტს “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ დაპირისპირებაში მონაწილე ბრალდებული დაკავებულია.

“მეტრონომი” დაუკავშირდა რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელსაც, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარის მიზეზზე კომენტარს ვერ აკეტებს.

“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებს ვერ გეტყვით. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, მოხდა შენობაში ინციდენტი და ადგილზე გამოვიძახეთ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენები. მეტს ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა თამუნა აქუბარდიამ.

შსს-ის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....