ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დააყაჩაღეს.
აღნიშნული ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
ხოლო, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი პირბადითა და დანით იყო შეიარღებული. წაღებულია თანხა. მაღაზიის თანამშრომელს დაზიანება ყელის არეში აქვს მიყენებული.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.