ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ოთხიდან ორი არის ცნობილი წყარო, საბურთალოს წყარო,  დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ხოლო ორი პაციენტი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთხვევებია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაის თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში სულ 142 პაციენტი მკურნალობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 805 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 650-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....