ოზურგეთში ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული პირი გ.თ ოზურგეთის მერიის თანამშრომლი, ასევე, სამხედრო გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაცია ქალაქის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე ჩატარდა და ბრალდებულს დაკავებისას თან დიდი ოდნებით ნარკოტიკული ნივთიერება ჰქონდა.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გ.თ ოზურგეთის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსია.
დაკავების ფაქტი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, არის თუ არა ინფორმაცია, დაკავებული “ქართული ოცნების” აქტივისტი, ამაზე ინფორმაციას არ ფლობენ.
უწყების ცნობით, გამოძიება 260-ზე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.