ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თქვენ რომ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 14%-მდე იყო ინფლაცია, ვიცი, რაც იყო მიზეზი, ამიტომ, სამწუხაროდ, ხდება, რომ ორნიშნა ინფლაცია შეიძლება არსებობდეს”- გვენეტაძე გოცირიძეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ჰანცხადებით, თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, იმ სიტუაციაში რაც გვაქვს, ორნიშნა ინფლაციის საფრთხე არ არსებობს.

ასე მიმართა კობა გვენეტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს.

როგორც გვენეტაძემ გოცირიძეს მიმართა, როდესაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, მაშინაც ორნიშნა ინფლაცია იყო ქვეყანაში.

„იმ სიტუაციაში, რაც დღეს გვაქვს, იქიდან გამომდინარე, თუ დამატებითი კატაკლიზმები არ მოხდა, არანაირი საფრთხე ორნიშნა ინფლაციისა, არ არსებობს. მგონი, თქვენ დროსაც იყო ორნიშნა ინფლაცია, თქვენ რომ იყავით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 14%-მდე იყო ინფლაცია ასული და ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა. მიზეზები არ დაილევა.

თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მაშინ უფრო დიდი მიზეზები იყო, ვიდრე ახლა, როდესაც რუსეთიდან ფრენები შეწყდა და პანდემია დაიწყო? არ მგონია, ასეთი მიზეზები ყოფილიყო. ვიცი, რაც იყო მიზეზი. ამიტომ, სამწუხაროდ, ხდება, რომ ორნიშნა ინფლაცია შეიძლება არსებობდეს, თუმცა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს გვაქვს, საქართველოს ორნიშნიანი ინფლაცია არ ემუქრება“,- განაცადა გვენეტაძემ.

 

იტვირთბა....