ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში სკვერი მოეწყობა

დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში, იოანე პეტრიწის N9-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული პროექტი 8 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, LED განათების ქსელი, გარე ტრენაჟორები და საბავშვო ზონა, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი განთავსდება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევქმნათ. მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში სამი დიდი სკვერის პროექტი უკვე განხორციელდა. ახლა კი, დიდ დიღომში, სკოლა ფესვებთან დავიწყეთ სამუშაოები,  სადაც მოსახლეობისთვის გამწვანებული და კეთილმოწყობილი ადგილი შეიქმნება“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 473 566   ლარია გამოყოფილი.

 

იტვირთბა....