ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ აპროტესტებს და ხელისუფებას სასამართლოს განჩინების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებიტ “ფრონტერამ” პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას საგანგებო წერილი გამოუგავნა, რომელშიც სახელმწიფოსთან დადებული სელშეკრულების უკანონო შეწყვეტაზეა საუბარი.
როგორც კომპანიის წერილშია აღნიშნლი, ხელისუფლება სასამართლოს იყენებს, როგორც იარაღს და 2013 წლიდან აშკარაა ანტიამერიკულ განწყობები.
როგორც წერილშია ნათქვამი, “საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი.”
“პატივისცემით გწერთ, რათა გაუწყოთ, რომ სხვა ამერიკული კომპანიების მსგავსად, ჩვენც ვართ
მომსწრენი იმისა, თუ როგორ გაუარესდა ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნესგარემო, რომელიც არ
სცნობს კანონის უზენაესობას და იყენებს სასამართლოს როგორც იარაღს, უპირატესობას ანიჭებს
სახელმწიფოს მიტაცებას, ნაცვლად ამერიკულ ინვესტიციებთან პარტნიორობისა.
2013 წლიდან მოყოლებული, ვხედავთ მზარდ ანტიამერიკულ განწყობებს და ასევე
დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციებისა და ამერიკული
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, თავისუფალი ეკონომიკური ბაზრის სისტემატიურ
ნგრევას. შედეგად, საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე, რომელიც მხოლოდ
შენიღბულია, როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის
გამზიარებელი. ეს „პოლიტიკური წარმოდგენა“ გამიზნულია მხოლოდ უწყვეტი ამერიკული
დახმარების მისაღებად აშშ მთავრობიდან. ეს ფარსი უნდა დამთავრდეს…
რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად
საქმიანობს მიუხედავად აშშ-ს სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა.
Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ?
ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-სა და SOCAR-ს, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით. ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა, რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების,
სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ?
2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ
ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების
ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება,
რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა
როგორც „არაკეთილსინდისიერი კომპანია“ და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის
ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა.
თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?
Frontera Resources Corporation – 3040 Post Oak Blvd, Suite 1100 – Houston, Texas 77056 U.S.A
2017 წელს, თბილისში გამართულ საქართველო-ირანის ბიზნეს ფორუმზე თქვენ განაცხადეთ
საქართველოში ირანული ინვესტიციების 657%-იანი ზრდის შესახებ. ამავე წელს, თქვენმა მთავრობამ
წამოიწყო საარბიტრაჟო დავა საქართველოში ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორის, ფრონტერას
წინააღმდეგ, კონტრაქტის გაუქმების მიზნით. რატომ?
ყველა იმ კომპანიის მსგავსად, რომლებიც წინ აღუდგნენ ანტი ამერიკულ კლეპტოკრატიულ
პოლიტიკას, ჩვენც გავხდით სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური
კამპანიის სამიზნე, საეჭვოდ მსგავსი ყალბი ამბების გამოყენებით ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ, მათ
შორის ჩვენი სამუშაოების და არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ. რატომ?
ყველა მხარე დაზარალდა თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი
შეტევის შედეგად. თუკი საქართველოს ნამდვილად სურს გრელვადიანი ქართულ ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, მაშინ კითხვა ისმის „რატომ მუშაობთ ამდენს და ხარჯავთ ამდენ
თანხას, რათა შეუწყვიტოთ კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორს შეერთებული შტატებიდან?”
ახლა, როცა ხელისუფლების იურიდიული ქმედება ფრონტერას წინააღმდეგ დასრულდა, იმედი
გვაქვს, რომ კონსტრუქციული სულისკვეთებით დავხურავთ ამ თავს და უფრო ძლიერ და წამახალისებელ სიგნალს გაუგზავნით ამერიკულ კომპანიებს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს ელის მრავალწლიანი წარმატებული ამერიკული კერძო ინვესტიციები”, – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებტ, რომ საარბიტრაჟოსასამართლომ დაადგინა, რომ “ფრონტერამ“ მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რის შემდეგაც სახელმწიფომ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტა.