aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თეთრიწყაროს რაიონში საკარანტინო რეჟიმი იხსნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

თეთრიწყაროს რაიონში დაწესებული საკარანტინო რეჯიმი მოიხსნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 22 მაისიდან დღემდე თეთრიწყაროს რაიონში ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა გამოვლენილა.

მოგეხსენებათ, თეთრიწყაროს რაიონში არის საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ინფიცირების ბოლო შემთხვევა გვქონდა 22 მაისს. მიუხედავად იმისა, რომ თეთრიწყაროს რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება ბოლო 14 დღის განმავლობაში, რაც ნიშნავს ერთ ინკუბაციის პერიოდს, არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამიტომ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით,”- აცხადებს გიორგი გახარია.

თუმცა ამავე დროს, პრემიერი ადგილობრივებს მოუწოდებს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ და რეკომენდაციები მკაცრად დაიცვან.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი 26 აპრილს ჩაიკეტა.

იტვირთბა....