ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც სარალიძის ოჯახის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე აცხადებს, მათ კითხვები სამოხელეო დანაშაულთან(სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაკავშირებით აქვთ.

“ამ საქმეში ჩვენი მთავარი ინტერესი სამოხელეო დანაშაულია, რომელთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, პასუხი ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ წერილობით მივმართეთ გენერალურ პროკურორს და ვითხოვთ გარკვევას, თუ რა ეტაპზეა ეს საქმე, გვაინტერესებს, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ჩვენ თხოვნა გვქონდა ირაკლი შოთაძე შეგხვედროდა. იმედი მაქვს, რომ მათი მხრიდანაც იქნება ნაბიჯი გადადგმული და ეს შეხვედრა შედგება,”- აცხადებს ადვოკატი.

 

 

იტვირთბა....