ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერის პოსტზე სანდრა რულოვსი წარადგინოს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერის პოსტზე სანდრა რულოვსი წარადგინოს.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის პოსტზე სანდრა რულოვსს დაუჭიროს მხარი.

„მაშინ როდესაც სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თაკო ჩარკვიანი მხარს უჭერდა სწორედ სანდრა რულოვსის კანდიდატურას. იმ ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მხარს არ უჭერს გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატურას, მაშინაც არ უჭერდნენ მხარს სანდრა რულოვსის კანდიდატურას. ძალიან ჭკვიანი ქალია სანდრა. შეიძლება სხვა კანდიდატურაც შემოვიდეს, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიციას მარცხის უფლება არ გვაქვს. ჩვენი შეცდომა პირველ რიგში გაუხარდება ფსევდო ოპოზიციას, უპირველესად გიგა ბოკერიას, ამიტომ ჩვენ ეს თემა კვლევაში უნდა ჩავუშვათ.“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის რეალური კანდიდატი გიორგი ვაშაძეა, რასაც ოპოზიციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე არ განიხილება პრემიერობის კანდიდატად.

 

 

იტვირთბა....