ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ლელოს ოფისის აქტიურ წევრებს უთვალთვალებენ და ფოტოებს უღებენ” – კახა კოჟორიძე

სოციალურ ქსელში, მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი კახა კოჟორიძე “ლელოს” ოფისის გატეხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ლელოს ნაძალადევის ოფისის ძალიან აქტიურ წევრებს უთვალთვალებენ და ფოტოებს უღებენ.

“გატეხეს ლელოს ნაძალადევის ოფისის ბოქლომი. ლელოს ნაძალადევის ოფისის ძალიან აქტიურ წევრებს უთვალთვალებენ, ფოტოებს უღებენ დაბურულმინებიანი შკოდიდან. ტრადიციას არ ღალატობენ” – ამბობს კოჟორიძე.

შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა “ლელოს” ნაძალადევის რაიონის ოფისი გატეხეს.

იტვირთბა....