ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში სულ 144 პაციენტი მკურნალობს. უკვე 80%-ზე მეტი გამოჯანმრთელდა. ახალი დადასტურებული შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება,”- აცხადებს ეზუგბაია.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 801 შემთხვევა არის დადასტურებული. ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 644-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....