თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა – ინფორმაციას ამის შესახებ, “რუსთავი 2” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი თავის ჩამოხრჩობას ოჯახური კონფლიქტის გამო ცდილობდა.
სუიციდამდე მამაკაცს პოლიციამ მიუსწრო და მისი გადარჩენა შეძლეს, ამჟამად ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.