ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას, რომელმაც დღეს 2 წლის ბავშვი იმსხვერპლა – პედიატრის განცხადება მენინგოკოკთან დაკავშირებით

მენინგოკოკი უფრო ბაქტერიული მენინგიტის დროს გვხდება. 1000 ინფიცირებულიდან ეს შეიძლება ერთს განუვითარდეს და უიშვიათესი დაავადებაა – ამის შესახებ, პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მენინგოკოქცემია არ არის დაკავშირებული კოვიდ ინფექციასთან. როგორც პედიატრი აღნიშნავს, ეს არის ინფექცია, რომელიც ანთებითი პროცესით შემოიფარგლება.

“მენინგიტი არსებობს ვირუსული და ბაქტერიული. ამ სეზონზე გვხვდება უფრო ვირუსული მენინგიტი. მენინგოკოკი კი უფრო ბაქტერიული მენინგიტის დროს გვხდება. 1000 ინფიცირებულიდან ეს შეიძლება ერთს განუვითარდეს და უიშვიათესი დაავადებაა. მენინგოკოქცემია არ არის დაკავშირებული კოვიდ ინფექციასთან, ეს არის ინფექცია, რომელიც ანთებითი პროცესით შემოიფარგლება. დაავადებას ახასიათებს: მაღალი ცხელება, ღებინება, თავის ტკივილი, გამონაყარი სისხლჩაქცევების სახით კანზე. თუ მშობელმა შეამჩნია ცხელებასთან ერთად ერთი პატარა წერტილი მაინც აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმის. მას ასევე ფოტოფობია ახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს სინათლის შიში უვითარდება. ახასიათებს სწრაფი მიმდინარეობა და ლეტალური შედეგიც შეიძლება განვითარდეს. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანებში ბავშვების ვაქცინაციაც ხდება. საქართველოში კალენდალური ვაქცინაცია არ გვაქვს, ის არ შედის აცრის ეროვნულ კალენდარში. მე როგორც ვიცი, საქართველოშიც აპირებენ, რომ აცრის კალენდარში შევიდეს მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ევროპაშიც და ამერიკაშიც ბავშვები მენინგიტზე იცრებიან.

შეიძლება იყოს როგორც ვირუსის გართულება, ძირითადი გამომწვევი არის მენინგოკოკი, ის ბაქტერიაა და ესაა ამ დაავადების გამომწვევი. მენინგოკოკცემია შეიძლება იყოს სხვადასხვა ვირუსული ინფექციების გართულებიდან გამოწვეული. შეიძლება განვითარდეს, როგორც დამოუკიდებელი დაავადება. ძირითადად ხდება ხოლმე დახურულ სივრცეში, სადაც შენობები არ ნიავდება, ამიტომ აუცილებელია შენობების ხშირი განიავება” – აცხადებს პედიატრი.

დღეს იაშვილის კლინიკაში უიშვიათესი დაავადებით 2 წლის ბავშვი დაიღუპა. მას ვირუსული მენინგოკოქცემიის უიშვიათესი ფორმა დაუდგინეს.

იტვირთბა....