“რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს? როგორ შემიძლია ასე მოვექცე საკუთარ ხალხს?“,
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთის პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ პრემიერმა „ფეისბუქ ლაივის“ დროს აღნიშნა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ წესების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს.