ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ წარმოვიდგენდით, რომ ზაზა სარალიძე შეეკვრებოდა თავისი შვილის მკვლელის გამპრავებლებს და ჩვენ ციხეში გაგვიშვებდა”- ლაშა ცუცქირიძე

ლაშა ცუცქირიძე, იგივე “კაა” სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს ავრცელებს, სადაც ის ზაზა სარალიძეს გამყიდველს უწოდებს.

როგორც ცუცქირიძე პოსტში წერს,  ზაზა სარალიძე შვილის მკვლელების “გამპრავებლებზე” გაიყიდა.

“ეს ფოტო ყველაფერს ამბობს. ამ ფოტოში ჩანს, ვინ იბრძოდა და ვინ შეიძლებოდა გაყიდულიყო!

იმ დღეს, ზვიადი და მე ვერ წარმოვიდგენდით, რომ ოდესმე ის “კაცი”, რომლის უფლებებისთვისაც საკუთარი ოჯახების სიცოცხლის ფასად ვიბრძოდით, გაყიდიდა თავის მეგობრებს და საკუთარ პრინციპებსაც!

შეეკვრებოდა თავისი შვილის მკვლელის გამპრავებლებს და ჩვენ ციხეში გაგვიშვებდა, რათა მშვიდად ევაჭრა!

ფოტოზე ვართ სამნი: ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და ვაჭარი! +კვირიკაშვილი ბოთლებით გაძევებული,”- წერს ლაშა ცუცქირიძე სოციალუ ქსელში.
იტვირთბა....