დეპუტატები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობაზე მსჯელობენ.
ჯარიმის ზუსტი ოდენობა ჯერ არაა ცნობილი, თუმცა კანონმდებლები შემდეგ მიდგომას განიხილავენ: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.
ზუსტად რამდენი ლარით დაჯარიმდება პირი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის არ გამოყენებაზე, ამ საკითხზე მსჯელობენ. თუმცა, აქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 204 ლარი (ხელზე ასაღები 963 ლარი) იყო, რომლის მეათედიც, საშემოსავლოს გამოკლებით, დაახლოებით 100 ლარამდეა.
შესაბამისად, გამოდის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.