ახალი ამბები საზოგადოება

თბილისში ორი წლის ბავშვი უიშვიათესი ვირუსით გარდაიცვალა

თბილისში ორი წლის ბავშვი უიშვიათესი ვირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ბავშვი გურიის რაიონიდანაა და ის ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში დადიოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს. ცნობილია, რომ ბაღში ყოფნისას ბავშვის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ის ჯერ ბათუმის საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის იაშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს, რომელიც უკვე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

2 წლის ბავშვს თავზე ორი ოპერაციაც ჩაუტარდა, საბოლოოდ კი მას ვირუსული მენინგოკოქცემიის უიშვიათესი ფორმა დაუდგინეს. ბავსვი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, რა დროსაც გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....