“მინდა გკითხოთ, რომელია იმ სამში პოლიტპატიმარი? ოქრუაშვილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო არსებობს, როგორ ამზადებდა რუსეთის „გრუს“ ბაზაზე სპეციალურ ჯგუფს, რომ შემოსულიყო საქართველოში? რურუა, რომელიც ცნობილი განგსტერია და ეს ყველამ იცის? რა, პოლიციამ ტყუილად დააკავა რურუა? უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი, კლასიკური ქურდის ეტალონი? არ მინდა ვიხმარო ეს სიტყვა, მაგრამ თავად არ იშურებენ შეურაცხყოფას – ისაა ყველაზე გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში. ყველაზე კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი, საზოგადოებას ვეკითხები.”
ირაკლი ღარიბაშვილი – თავდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში განაცხადა.