ახალი ამბები მთავარი სამართალი

გლდანში ჩვილის ფანჯრიდან გადაგდების ფაქტზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს

პოლიციამ გლდანში ჩვილის ფანჯრიდან გადაგდების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, არის თუ არა ბრალდებული დაკავებული.

როგორც “მეტრონომს” უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, გარდა იმისა, რომ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ტვ “პირველის” ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონა დააკავა თუმცა მალევე გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, სამაართალდამცავებმა 17 წლის გოგონა შეცდომით დააკავეს.

შეგახსენებთ, გლდანში სავარაუდოდ არასრულწლოვანმა დედამ ჩვილი ფანჯრიდან გადააგდო.  გოგონა 17 წლის არის და მისთვის ფეხმძიმობა არასასურველი  იყო და მალავდა. მან სახლის პირობებში იმშობიარა რის შემდეგაც ბავშვის თავიდან მოშორების მიზნით ჩვილი ფანჯრიდან გადმოაგდო.

 

 

 

იტვირთბა....