ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ხორციელდება.

რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, მედია საშუალებების წარმომადგენლების მიმართ ძალადობა შეწყდეს.

რუსეთი აცხადებს, რომ თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „სპუტნიკის“ პროდიუსერი ნიკოლ რუსელი დაშავდა, როცა მას სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები ესროლეს.

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოხატავს, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება

“მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან, რომ ჟურნალისტები ხდებოდნენ პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების სამიზნეები. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უწყებებსა და ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ინციდენტზე რეაგირება მოახდინონ,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....