“30 წლიანი ნათაღლითარი პოლიტიკოსებისთვის, ისეთი როგორიც ეს ქალბატონია, პოლიტიკაში ყოფნა უკავშირდება დიდ ხნოვანებას. დიდი ხანი რომ თაღლითობს სამშობლოსა და ხალხის ბიუჯეტის ხარჯზე, მას ეს ჰგონია პოლიტიკოსობა. ქართულ პოლიტიკას სისხლი უნდა გადაესხას. შეუძლებელია ამ ტიპის ნათაღლითარი პოლიტიკოსები, ოკუპანტ პუტინთან შეკრული პოლიტიკოსები წარმართავდნენ ქვეყნის პოლიტიკას. მისი პოლიტსაბჭოს მდივანი „ოცნებისგან“ იღებს ხელფასს. თუ ტყუილი ინფორმაციაა, იჩივლონ. გიორგი ახვლედიანი „რედისონის“ შეკრებების დროს ბურჯანაძესთან ერთად იყო ხოლმე და ის ფულს იღებს ივანიშვილისგან და ლაშა ნაცვლიშვილისგან.”
თაკო ჩარკვიანი – “კანონი და სამართალის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ჩარკვიანმა “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა.