მთავარი ციტატა

“ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთაა, სადღაც ჯურღმულში”- ადვოკატი

“ამჯერად ეუბნებიან, რომ მისი მგზავრობის საკითხი არის გაურკვეველი… მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ის მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთაა, სადღაც ჯურღმულში, პერიოდულად გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა.”

ლექსო კობახიძე – ადვოკატი

ამის შესახებ ლექსო კობახიშემ ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის საქართველოში გადმოყვანის საკითხე საუბრისას განაცხადა.

ლავასოღლი, იგივე მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს. იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, ის 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა იმავე დღეს ციხეში დააბრუნეს. ოჯახის წევრები მის საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.

იტვირთბა....