ახალი ამბები მთავარი სამართალი

მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა აჭარის ტელევიზიას მოსთხოვეს, საპროტესტო აქცია პირდაპირ ეთერში გააშუქოს

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერებმა აჭარის ტელევიზიას მოსთხოვეს, საპროტესტო აქცია პირდაპირ ეთერში გააშუქოს.

აქციის მონაწილეები თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და საკონსულოს პიკეტირება დააანონსეს,

აქციის მონაქეილეები ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

დღეს, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია აჭარის პროკურატურასთანაც გამართეს. ისინი ქურდული სამყაროს წევრობისთვის გასამართლებული მინდია ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადაციას ითხოვენ.

მინდია ლავასოღლის ახლობლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

ლავასოღლი, იგივე მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს. იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 28 თებერვალს გაუვიდა, ის 28 თებერვალს თურქეთის ციხიდან საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს, თუმცა იმავე დღეს ციხეში დააბრუნეს.

 

იტვირთბა....