aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 50 სამხედრო მოსამსახურეზე გამოცდიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას პირველად 50 სამხედრო მოსამსახურეზე გამოცდიან.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოსაცდელად 50 მოხალისე სამხედრო მოსამსახურე უკვე შეარჩია. ცნობილია, რომ 50 სამხედრო მოსამსახურიდან 5 ქალია.

რუსული მედიის ცნობით, ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი სამხედრო მოსამსახურეებმა თავად გამოთქვეს.

კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე მოხდება. მანამდე ამ ბაზაზე იკვლევდნენ ებოლას ვაქცინას.

2 ივნისის დილის მონაცამებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 863 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 423 741-ს მიაღწია

 

 

იტვირთბა....