aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის 4 უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თვილისის ოთხ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

ვაკის რაიონშგადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი ახალდაბის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. ასევე, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, ანტონოვსკაიას, საბურთალოს, გივი კარტოზიას და სულხან ცინცაძის აქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

იტვირთბა....