მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და მიკროსაფინანსოების და კომერციული ბანკების ხელმძღვანელობას იგნორირებაში ადანაშაულებს.
როგორც დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, მიკროსაფინანსოები და კომერციული ბანკები ისევ არ ასრულებენ პრემიერ გახარია განკარგულებას, სესხების პროცენტების დარიცხვის გადავადების გარეშე.
ამის შესახებ ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“არადა, პრემიერ-მინისტრმა ორჯერ განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეუწყდათ, ან შეუმცირდათ შემოსავალი, 2020 წლის მარტის შემდეგ, სესხები ჯერ 3 თვით, შემდეგ კიდევ 3 თვით გადაუვადდებოდათ კაპიტალიზაციის გარეშე. ფინანსურმა ინსტიტუტებმა კი, ეს განკარგულება უბრალოდ დააიგნორეს და ადამიანებს გაზრდილი, პროცენტებდარიცხულ გადასახადი წარუდგინეს.
მაშინ როდესაც ადამიანები სახლებში გამოვკეტეთ, მათ დამატებული პროცენტების კი არა, დაგროვილის გადახდა გაუჭირდებათ, მითუმეტეს თვითდასაქმებულებს!
ამიტომ, თუ ჩვენ, პარლამენტი, შესაბამისი კომიტეტი მაინც სასწრაფოდ არ დავაფიქსირებთ ჩვენ მკაცრ, ხისტ პოზიციას იმის თაობაზე, რომ პრემიერ გახარიას განცხადება მორიგ ჯერზეც არ დაrჩეს მხოლოდ მაღალი ტრიბუნიდან წარმოთქმულ დაპირებად, მაშინ ან პარლამენტი რად გვინდა, ან მთავრობა, ან კონსტიტუცია, ან სახელმწიფო?! ჩავბარდეთ პირდაპირ მიკროსაფინანსოებს, კომერციულ ბანკებს და მათ გვმართონ, ასე კანონზე მაღლა თუ დგანან!,”- აცხადეს ჭიჭინაძე.