მთავარი ციტატა

“საუბარი, რომ გიორგი რურუა არის საბაბი, ეს არის უსინდისო ტყუილი”- ნადირაშვილი

“საუბარია რომ, გიორგი რურუა იყოს საბაბი, ეს არის უსინდისო ტყუილი. ჩვენ არასოდეს წამოგვიწყია ზურგს უკან თამაში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ 8 მარტის შეთანხმება გულისხმობდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. თუ ამ შეთანხმებას ჩაშლით, ეს ვერანაირად იქნება ოპოზიციიის კისერზე.”

ირმა ნადირაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.

უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლების თემას საბაბად იყენებს და რეალურად მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა.

შეგახსენებთ, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე საპატიმროდან გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვს.

იტვირთბა....