aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ერთი ადამიანი დამიკავშირდა და აღწერა, როგორ აპირებს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მოკვლას”- ისრაელის პრემიერი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან.

ამის შესახებ ისრაელის პრემიერი Twitter-ზე წერს.

„რამდენიმე დღის წინ მივმართე პოლიციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მისამართით მუქარების გამო. სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი საჩივარი დავწერე, მას შემდეგ რაც ერთი ადამიანი დამიკავშირდა და აღწერა, როგორ აპირებს ჩემი ოჯახის წევრებისა და ჩემს მოკვლას“, – წერს ნეთანიაჰუ.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე პოლიციას მიმართა და გამოძიების ჩატარება სთხოვა.

 

 

იტვირთბა....