“მესმის, რომ რთულია სიცხეში. გუშინ გავისეირნე ქუჩებში, რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იყენებს. ჩვენ ადრე ვამბობდით, რომ გარეთ პირბადე არ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც ერთად ვიკრიბებით 5,6,7,10 ადამიანი, გარე სივრცეშიც აუცილებელია პირბადის გამოყენება, იმიტომ, რომ ინფექცია ჯერჯერობით ქვეყანაში არის და მისი გავრცელების საშიშროება და ალბათობა არ მოხსნილი.”
ამირან გამყრელიზე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ აირან გამყრეიზემ მტავრბის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს.
დღეს გამოვლენილი ვირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.