მთავარი ციტატა

“იძულებული ვართ, ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა, უკან დაბრუნების სურვილი არ გვაქვს”- გახარია

“ჩვენ ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი. ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელების. აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, როდესაც ვართ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არის ის სამოქალქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი, ეს ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების.”

 გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინსიტრი

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს.

დღეს გამოვლენილი ვირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.

 

იტვირთბა....