ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ვირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.

ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნაისტებთან განაცხადა.

“ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში, აქედან სამი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 794 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 19 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 624-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

იტვირთბა....