მალტა აეროპორტს პირველ ივლისს გახსნის. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ აბელამ გააკეთა.
მალტაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყო, ქვეყანაში ბარები და სპორტული დარბაზები მომდევნო კვირიდან გაიხსნება.
მალტაში კორონავირუსი ჯამში 600 ადამიანს დაუფიქსირდა, გარდაიცვალა 9 პირი.