საქართველოში ხვალიდან მაღაზიები იხსნება. გარდა ამისა, ღია ტიპის სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული სახის ბაზრობები, მოლები და ღია სივრცის რესტორნები მუშაობას იწყებს.
მაღაზიები ახალი რეგულაციებით 1-ლი ივნისიდან დაიწყებენ მუშაობას.
მაღაზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტანსაცმელი დაბრუნების შემდეგ დადეზინფიქცირდება და 2 კვირიან კარანტინს გაივლის.
მეპატრონეები ვალდებულები იქნებიან, რომ შესასვლელში იყოს დეზობარიერი და არ შემოუშვან მომხმარებელი, რომელსაც არ ექნება პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი.