ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჟურნალისტების ნაწილს “მაიკროსოფტი” რობოტებით ჩაანაცვლებს

“ბიბისის” ცნობთ, „მაიკროსოფტი“ ჟურნალისტების ნაწილს რობოტებით ჩაანაცვლებს.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია იმ ჟურნალისტებზე, რომლებიც „მაიკროსოფტის“ ვებგვერდ „ემესენისთვის“ ახალ ამბებს და სურათებს არჩევენ. მომავალში ჟურნალისტების ნაცვლად ამ საქმეს „ხელოვნური ინტელექტი“ შეასრულებს.

დღემდე  “მაიკროსოფტში” ჟურნალისტები წყვეტდნენ, თუ რომელი სტატია ან ამბავი უნდა მოხვედრილიყო კომპანიის ვებგვერდზე.

კორპორაციის გადაწყვეტილების შედეგად ივნისის ბოლოს, ჟურნალისტების გარდა, უსამსახუროდ დარჩება ახალი ამბების 50 პროდიუსერიც.

იტვირთბა....