Daily Mail-მა გამოაქვეყნა ჯონ ლენონის დღემდე უცნობი ფოტოები, რომლებიც მისი მკვლელობის დღეს არის გადაღებული.
სწორედ ამ ფოტოებიდან ერთ-ერთში ლენონი ავტოგრაფს მარკ დევიდ ჩეპმენს აძლევს.
ცნობისთვის, 25 წლის ჩეპმენმა ჯონ ლენონს 1980 წლის 8 დეკემბერს, სურათების გადაღებიდან რამდენიმე საათში მის სახლთან ესროლა.
ფოტოები ლენონის მეგობარმა, პოლ გორეშმა გადაიღო.