ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

“საქართველოში საუკეთესო ბიზნესგარემოა” – ნათია თურნავა

“როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახან დაფუძნებული და გაფართოებას გეგმავენ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. დღეს მინისტრი ქუთაისში კომპანია „ატლანტიკ საქართველოს” სტუმრობდა.

ნათია თურნავამ საწარმოში მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, კომპანია გაფართოებას გეგმავს და თუ დღეს ისინი 140-მდე ადამიანს ასაქმებენ, რამდენიმე თვეში, გაფართოების შემდეგ ჩვენს 200-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებენ. მათ ძალიან კარგი, მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტრო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ საშუალებით ვეხმარებით მათ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა და საკითხი, რაც არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს საწარმოს გაფართოება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ატლანტიკ საქართველოს“ საქმიანობა და გაფართოების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ზოგადად საუკეთესო ბიზნესგარემოა შექმნილი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისის, პანდემიისა და გამოწვევისა, კომპანიის გეგმები არ შეცვლილა და პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ წარმოების გაფართოებას, მეტი სექსპორტო ნაწარმის გამოშვებას და მეტი ადამიანის დასაქმებას. ამიტომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ძლიერი მხარდაჭერა იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იტვირთბა....