ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშე ხმები იქნება საკმარისი, რათა კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდეს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რაიმე მიზეზის გამო საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმა გაუგებარი და არაადეკვატური ქმედება იქნება.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს, რათა კონსტიტუციაში ცვლილება განახორციელოს და მას ოპოზიციის მხრიდან დახმარებაც სჭირდება.

„ჩვენი გუნდი ერთგული იქნება იმ შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დავდეთ და მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამავდროულად, იმედი მაქვს, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხრიდან ინიციატივას მხარდაჭერა ექნება. სავარაუდოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშე ეს იქნება საკმარისი, რათა კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იქნება და ამას ვერ გაექცევიან. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ. მხარს თუ არ დაუჭერენ, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

იტვირთბა....