სტამბოლის ერთ-ერთ უბანში სამრეცხაოში მომხდარ აფეთქებას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა „მილიეთი“ ავრცელებს.
არსებული ცნობით, ბაშაქშეჰირის რაიონში მომხდარი აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი და თურქეთის მოქალაქე, 55 წლის ასაკის.
მოქალაქეთა გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სტამბოლის გუბერნატორიც.
აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებული. თურქული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილების ნათესავებიც.