ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის საპატიმროში თავი ჩამოიხრჩო

საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საბერძნეთის საპატიმროში ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული თავი ჩამოიხრჩო – ამის შესახებ, ინფორმაციას ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, 46 წლის საქართველოს მოქალაქეს პოლიცია მიგრანტების ტრეფიკინგს ედავებოდა. უახლოეს დღეებში ბრალდებული სასამართლოს წინაშე უნდა წარმსდგარიყო. სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა თვითმკვლელობის მიზეზიც.

ბრალდებულმა  სიცოცხლე საკუთარი ხელით პოლიციის დეპარტამენტის დროებით საკანში დაასრულა.

იტვირთბა....