ამერიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, ლიზი ფლეტჩერი საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ემხრობა – ინფორმაცია ამის შესახებ კონგრესის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ფლეტჩერი აირის მეათე კონგრესმენია, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკანონმდებლო აქტს მიემხრო.
მანამდე ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს კონგრესმენებმა: ბრაიან ბაბინმა, ჩარლზ ფლიშმანმა, რენდი ვებერმა, დენ ქრენშუომ, პიტ ოლსონმა, უილ ჰარდმა, ბილ ფლორესმა, რობ ბიშოპმა.
საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ თავდაპირველად კონგრესმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიასთვის მიწერილ წერილში ახსენა.