ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა გჭირს გენაცვალე? რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად” – ქანთარია გოცირიძეს

უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ, პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს მიმართა და უთხრა, რომ მას დღეს ტარანტინოს ბრუს ლის სტილში უნდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა , ის მიიღო გოცირიძემაც.

„მსოფლიოში ყველგან რაღაც შეიცვალა. ადამიანები შეიცვალნენ. რაღაცაზე დაფიქრდნენ, წუთისოფელზე, ერთმანეთზე, თქვენ რა გჭირთ ხალხო? არაფერი არ იცვლება თქვენთან თუ მალავთ ამ ამბავს? ასე მოწყვეტილი რეალობისგან, შემიძლია მხოლოდ საყმაწვილო ენით გითხრათ, რაც ეს ორი დღე შეიძლება რომ შევაფასოთ- აბდა-უბდა გადასკუპტა, აქეთ ტაში, იქით – ტაში. ასე გვიყვარს ჩვენ თამაში, აი ეს არის ბატონები თქვენი მთელი ლაიტმოტივი. ბატონო რომან, რა გჭირს გენაცვალე? ხან შესანიშნავ შვიდეულს ჰბაძავ, ახლა დღეს რაღაც ტარანტინოს ბრუს ლის სტილში გინდოდა გამოსვლა და რაც იმ ფილმში ბრეტ პიტისგან მიიღო პერსონაჟმა, აი ის მიიღე ზუსტად. დაფიქრდით ხალხო. მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გაგცათ ბატონმა გიორგიმ, რა არის ახლა ლექსიკას რომ უწუნებთ? ქალბატონ ბოკუჩავას ხევისბერის ნოტები რომ შეერია, სისხლი, ხანჯალი, ჯალათი, გიხდებათ?“-განაცხადა ქანთარიამ.

იტვირთბა....