“ფეხაკრეფით რომ გაიპარებით ხოლმე, ვიდრე სხდომა დასრულდება, დღესაც ასე აპირებთ, თუ დაგველოდებით ბოლომდე და მოისმენთ? უბრალოდ, პოლიტკორექტულობის საკითხია, ფეხაკრეფით გაიპარებით და აქ ცარიელი სკამებია ხოლმე. დღესაც ასე აპირებთ, თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, პოლიტკორექტულობა, დაგველოდებით აქ და მოისმენთ პოზიციებს? ბატონი გიგა გაღიზიანდება, დღეს განერვიულებულია, იქნებ დაგველოდოთ ბოლომდე და მოისმინოთ პოზიციები“,
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ასე მიმართა ოხანაშვილმა პარლამენტში ოპოზიციის წევრებს.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.