“სახლში გამოკეტილი ადამიანები, სამსახურდაკარგულები, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები გაწირეთ შიმშილისათვის. ჩვენ უამრავ დაპირებას ვისმენთ, მათ შორის ერთ-ერთი დაპირება ვნახეთ გუშინ ღია ცის ქვეშ, სადაც თქვით, რომ ადამანებს პირდებით ბინების აშენებას. სინამდვცილეში, ეს არის კორუფციული გეგმა, ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული სამსენებლო კომპანიებისთვის ფულის შოვნის გეგმა.”
რომან გიცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელითაც სხდომა გახსნა.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.