ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბასილაშვილის საქმეზე, შესაძლოა, მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე, რომლეიც ყოფილი ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე წარდგენილ ბრალდებას ეხება, შესაძლოა,  სასამართლოში მოწმის სახით მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს.

აღნიშნულ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს, ხოლო, ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა სასამართლოში ნოვაკ ჯოკოვიჩის დაკითხვას არ უარყოფს.

ხოლო, ჯოკოვიჩი მზად არის სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოხდა.

“მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – აცხადებს ჭკადუა.

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა მას შემდეგ განახორციელა, რაც ნელი დოროყაშვილი მის სახლში ბავშვის წასაყვანად მივიდა.

 

 

იტვირთბა....