“პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო. დღეს კი, ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გარკვეულ რევანშს შეეცდება.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პარლამენტში პრემიერის დრევანდელ ვიზიტთან დაკავშირებიტ განაცხადა.
პარლამენტში დღეს დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასინტერპელაციის წესით მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.