ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს უკვე ოპიზიცია იქნება წამყვანი, სხდომა განსხვავებული სცენარით წარიმართება”- ვახტანგ ძაბირაძე

“დღეს გახარია პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით მიდის და ამ შემთხვევაში უკვე ოპიზიცია იქნება წამყვანი,”- ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “მეტრონომთან” ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ძაბირაძე ინტერვიუში საუბრისას აღნიშნავს, დღევანდელი სხდომა იქნება ბევრად მძაფრი, ვიდრე პრემიერის 27 მაისს წარდგენილი ანგარიშის დღეს იყო, ვინაიდან გიორგი გახარიამ ოპოზიცის მიერ შერჩეულ კითხვებს უნდა უპასუხოს.

პოლიტოლოგი ელის, რომ დღეს სხდომაზე კითხვები ძირითადად პოლიტიკურ თემებს შეეხება, რა დროსაც ოპოზიცია ბევრად კრიტიკული იქნება.

“დღეს გახარია პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით მიდის და ამ შემთხვევაში უკვე ოპიზიცია იქნება წამყვანი. სხდომა განსხვავებული სცენარით წარიმართება. მოლოდონი არის, რომ დღეს ძირითადად იქნება პოლიტიკური თემები, ესენი იქნება – 8 მარტის შეთანხება, კონსტიტუციის ცვლილებები, რუსეთთან ურთიერთობა, გამომდინარე იმ განცხადებებიდან რაც გაკეთდა. ოპიზიცია იქნება მკვეთრი და თავის შეხედულებებს მკაფიოდ ჩამოაყალიბებს,”- აღნიშნავს პოლიტოლოგი.

ამასთან, ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი სხდომა იქნება ბევრად მწვავე, ვიდრე 1-ელ ივნისს დანიშნული პრემიერის წლიური მოხსენება.

“დღევანდელი სხდომა უფრო მძაფრი იქნება, ვიდრე წლიური ანგარიში. იმიტომ, რომ წლიური ანგარიშის წარდგენისას ხელისუფლება მაინც შეეცდება, მოხსენება ძირითადად კორონას თემაში იყოს განხილული. ამიტომ, მგონია, რომ უფრო მძაფრი იქნება,”- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

პარლამენტში დღეს დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასინტერპელაციის წესით მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.

იტვირთბა....