ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რეგიონებში მცირე შესყიდვებში, ბევრი სავარაუდო კორუფციის ნიშნები ფიქსირდება” – ეკა გიგაური

 

სამწუხაროდ იმდენია მცირე შესყიდვებშიც სავარაუდო კორუფციები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ უბრალოდ გაკვირვებულები ვართ – ამის შესახებ, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხი ინფორმირებულია, მაგრამ ამაზე არავინ რეაგირებას არ ახდენს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე დიდ ტენდერებზე. მაგ. როდესაც გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ის აღემატება მაგ.50 000 ლარს ან მაგ.როდესაც ტენდერია და იქ რამდენიმე მილიონზეა საუბარი. ჩვენ ასეთ დიდ საქმეებს ვუყურებთ მხოლოდ. სამწუხაროდ იმდენია მცირე შესყიდვებშიც სავარაუდო კორუფციები, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ უბრალოდ გაკვირვებულები ვართ. ეს ადამიანები არც მალავენ. რეგიონებში ხალხმა იცის კიდევაც, რომ ის იმისი ძმა არის, ის იმისი ცოლია. ხალხი ამაზე ლაპარაკობს, ხედავს, რომ წლების განმავლობაში მათ პასუხი არ მოეკითხებათ, ფიქრობენ, რომ მათი პატრონი არავინ არ არის წარმოიდგინეთ რამხელა შეურაცხყოფაა ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ამ ყველაფერს უყურებენ და ხედავენ, რომ რეაგირება არ არის. რომც თქვან მაინც არაფერი არ მოხდება“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

იტვირთბა....