ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დეპუტატები გიორგი გახარიას დღეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

პარლამენტში დღეს დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა. დეპუტატების კითხვები მთავრობისთვის უკვე გადაგზავნილია.

პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე დასწრებას არ აპირებენ დამოუკიდებელი დეპუტატები.

პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს კითხვით მიმართოს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს და შინაარსი კი კონკრეტული. რეგლამენტის მიხედვით, ადრესატი ვალდებულია, შეკითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირადად უპასუხოს.

შეგახსენებთ, 27 მაისს პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა. თუმცა, ოპოზიციის წევრებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს.

იტვირთბა....