ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ხელისუფლებას ექნება გარანტირებული, საკონსტიტუციო ცვლილებები გაიტანოს ისე, რომ ოპოზიციის ხმები არ დასჭირდება, ეს მისი რეაბილიტაცია იქნება”- ვახტანგ ძაბირაძე

“თუ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო შესწორებებისთვის საჭირო 113 ხმა აქვს ოპოიზიციის გარეშე, შეუძლია კანონპროექტის მიღება,”- ამის შესახებ პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს.

ძაბირაძის შეფასებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის იქნება კატასტროფა, ხოლო თუ კანონპროეტს მიიღებენ, ეს “ქართული ოცნების” რეაბილიტაცია იქნება.

“თუ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო შესწორებებისთვის საჭირო 113 ხმა აქვს ოპოიზიციის გარეშე, შეუძლია კანონპროექტის მიღება. ოღონდ გარანტირებული ხმები უნდა ჰქონდეს. თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა, მისთვისვე იქნება კატასტროფა. მაგრამ თუ ექნება გარანტირებული, რომ შესწორებებს გაიტანს ისე, რომ ოპოზიციის ხმები არ დასჭირდება, ეს მისი რეაბილიტაცია იქნება,”- აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგის მოსაზრებით, უკეთესი იქნება, რომ ხელისუფლებამ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს და ამის შემდეგ შეიწყალოს გიორგი რურუა.

“მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ თუ ხელისუფლებას ექნება გარანტირებული მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და აგროვებს 113 ხმას, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს, იმაზე რაზედაც არიან შეთახმებულები და შემდეგ რურუას აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს გირაოთი. ასეთი მიდგომა ხელისუფლებას გარკვეულ რეაბილიტაციას მოუტანს.

ამ შემთხვევაში რეაბილიტაცია იქნება, ის, რომ “ქართული ოცნება” კეთილი ნებით მოახდენს ამ ცვლილებებს და არა იძულებით. და დღეს რურუას გათავისუფლება, ისე როგორც წინა პატიმრების გათავისუფლება, არ იქნება იძულება, როცა ოპოზიციამ და დასავლეთმა ხელისუფლება აიძულა, ეს ნაბიჯი გადაედგა,”- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

შეგახსენებთ, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ამაზე, ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ოპოზიციის გამო ჩავარდება, ეს მათი პასუხისმგებლობის საგანი გახდება.

იტვირთბა....